ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონების რეაბილიტაცია განხორციელდა


 ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონების რეაბილიტაცია განხორციელდა.

პროექტის შესაბამისად - მოეწყო განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი, მოწესრიგდა ღობე და გულშემატკივართა განთავსების სივრცე.

პროექტების სახელშეკრულებო ღირებულებამ 170 102 ლარი შეადგინა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

მიმდინარე წელს მერია ქალაქ ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე და თორსა-დღვაბაში ხელოვნურსაფარიანი მოედნების მშენებლობას, ხოლო შავღელეში - მინი სტადიონის რეაბილიტაციას განახორციელებს.