ფაზისის აკადემიის წევრების ისტორიული ვიზიტი პატრიარქთან


 ფაზისის სამეცნიერო-სასწავლო აკადემიის საქმიანობის აღორძინების პერიოდში, აკადემიის წევრები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად, საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ეწვივნენ. ამ ისტორიული შეხვედრის შესახებ მნიშვნელოვანი საარქივო მასალები და ფოტოები  დავით პაჭკორიამ მიაწოდა „ხობი ინფოს“, ხოლო თავად ვიზიტის დეტალები ვრცლად არის აღწერილი ჟურნალ „ცოტნეიდელის“ ფურცლებზე.

​სტუმრობისას მეუფე გრიგოლმა უწმინდესს წარუდგინა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები, მეცნიერები და პროფესორები, მათ შორის აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელ, აკადემიის პრეზიდენტი ნუგზარ ნადარაია და სხვა ხობელი მოღვაწეები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აკადემიის სამომავლო ხედვას, რომელიც მიზნად ისახავდა ფოთისა და ხობის რეგიონის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და უძველესი საგანმანათლებლო ტრადიციების აღდგენას. პატრიარქმა დიდი ყურადღებით მოისმინა აკადემიის გეგმები, დალოცა სტუმრები და ხაზი გაუსვა ეკლესიისა და მეცნიერების ერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების საქმეში.