დღეს მამაჩემი 75 წლის გახდებოდა. ეს უკვე მეშვიდე დაბადების დღეა მის გარეშე. მამაჩემის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუჩას მისი სახელი მიენიჭება.
ტკივილი რჩება. მასთან ერთად რჩება მადლიერებაც და რწმენაც, რომ ღირსებით განვლილი ცხოვრება კვალს ტოვებს.
მამაჩემი, ტარიელ გელანტია, იყო ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი (1990–1991), საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.
მით უფრო ამაღელვებელია ჩემთვის, რომ მისი 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხობსა და მის მშობლიურ გურიფულში მის ხსოვნას განსაკუთრებულად მიაგებენ პატივს. ასევე შენდება მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმი.
მადლობა ხობის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით ბუკიას და მამიკოს მეგობრებს.
Khobi-info
Anlässlich seines 75. Geburtstags wird eine Straße nach meinem Vater in der Heimat benannt.
Heute wäre mein Vater 75 Jahre alt geworden. Es ist der siebte Geburtstag ohne ihn.
Der Schmerz bleibt. Zugleich bleiben Dankbarkeit und die Gewissheit, dass ein Leben mit Haltung Spuren hinterlässt.
Mein Vater, Tariel Gelantia, war Ökonom, Professor an der Staatlichen Universität Tiflis, Abgeordneter des ersten Obersten Rates Georgiens (1990–1991), Vorsitzender der Finanz- und Haushaltskommission und Mitunterzeichner des Aktes zur Wiederherstellung der staatlichen Unabhängigkeit Georgiens vom 9. April 1991.
Umso mehr bewegt es mich, dass anlässlich seines 75. Geburtstags in Khobi und in seinem Heimatort Guripuli auf besondere Weise an ihn erinnert wird. Auch ein Museum zu seinem Andenken ist im Aufbau.
https://www.facebook.com/share/p/19QPvCWvRG/


