საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

 


ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის ღირებულება 3.57 მლნ. ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.