ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა. წარმატებულ სკოლებს ახალი სპორტული ფორმები გადაეცათ.
ოლიმპიადა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ასევე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ დაფინანსებით ჩატარდა.
გამარჯვებულებს ფორმები ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ და სპორტის ცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს. მათ ახალგაზრდა სპორტსმენებს რეგიონულ თამაშებზე წარმატებები უსურვეს. 🇬🇪
#ხობი #სასკოლოოლიმპიადა #სპორტი #ახალგაზრდობა #გამარჯვება