საზოგადოება „ხობელმა“, უღრმესი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, დარბაზში საზეიმო შეხვედრა მოუწყო თავის უხუცეს წევრს — გამორჩეულ პროფესიონალს, ინჟინერ-ენერგეტიკოსს, „საქენერგოს“ ხობის განყოფილების ყოფილ უფროსსა და ღირსეულ პიროვნებას, ბატონ აჩიკო შამუგიას.
საღამოს ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და კოლეგები. მათ ერთად განვლილი წლები გაიხსენეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბატონმა აჩიკომ, თავისი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე, უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. სტუმრებმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
შეხვედრამ გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.
გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ფოტოებს:
ჰეშტეგები:
#ხობი #ხობელი #აჩიკოშამუგია #დაფასება #ენერგეტიკოსი #ტრადიცია #ღირსეულითაობა #შეხვედრა
https://www.facebook.com/share/p/1Z9fbtt7zU/


























