დღეს, 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ ზარანდიების საგვარეულო ხატი აკურთხა. აღდგომის ხატის შექმნა და მისი კურთხევა გვარის წარმომადგენლების მხრიდან ერთობის სიმბოლური გამოხატულებაა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საგვარეულო კავშირების განმტკიცებას და საერთო ფასეულობების გარშემო გაერთიანებას, რაც ამ კონკრეტული ნაბიჯით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
#მირქმა #ხობი #ხობისწმინდასამება #ზარანდიები #საგვარეულოხატი #ერთობა #მართლმადიდებლობა #ტრადიცია
ფოტო ირაკლი შონია - ხობარი









