50 წლის წინანდელი მეგობრობის ისტორია სოფელ ბიაში

 


📸 ხობი: 50 წლის წინანდელი მეგობრობის ისტორია სოფელ ბიაში

„ხობი ინფოს“ რუბრიკას „ჩვენი ისტორია“ კიდევ ერთი უნიკალური ფოტო შეემატა, რომელიც ბატონმა ბადრი ჭითააშვილმა მოგვაწოდა.

ფოტოზე აღბეჭდილია 1976 წელი - ნახევარი საუკუნის წინანდელი თბილი შეხვედრა სოფელ ბიაში. მაშინ ბიის საშუალო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა თბილისის 131-ე საშუალო სკოლის თანატოლებს უმასპინძლეს.

#ხობი #ბია #ისტორია  #მოგონებები #1976წელი #მეგობრობა  #KhobiHistory #OldPhotos #ხობისელექტრონულიარქივი

https://www.facebook.com/share/p/14V5ktpiujn/



ფეისბუკ გვერდზე კომენტაის სახით იხსენებს ბატონი ბადრი ჭითაშვილი: 
ეს სურათი გადაღებულია 1976 წლის 16 ოქტომბერს. ნოჯიხევის რკინიგზის სადგური სადაც საზეიმო დახვედრა მოვუწყეთ ჩვენს თანატოლებს ქ.თბილისის 131 საშუალო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს და მასწავლებლებს,უკან მოჩანს ე.წ.კარობკა ავტობუსი ,მაშინ ჩვენს სოფელს არ ყავდა ავტობუსი და კოლმეურნეობის თავჯდომარემ ბატონმა ნუგზარ თუთბერიძემ სთხოვა ახალი ხიბულის ჩაის მეურნეობის დირექტორს ბატონ გულმერგ გვიჩიას რომელიც მთელი 2 დღე გვემსახურებოდა.სურათი გადაღებულია ფოტოგრაფ ინდიკო(უტუ)იოსავას მიერ.ისტორია დაიწყო ასე :სკოლაში მოვიდა ფოსტალიონი ჟორჟი შონია და მოიტანა წერილი სადაც ქ.თბილისის 131 საშუალო სკოლის მეექვსე კლასი გვთავაზობდა მეგობრობას,მათი კლასის ხელმძღვანელი იყო ცხონებული ჩვენი რაიონის მკვიდრი ქალბატონი ციალა ჯიქია ,გივი ჯიქიას და,რომელიც  თბილისში გადასვლამდე საცხოვრებლად მუშაობდა ბიის საშუალო სკოლაში ხოლო ჩვენი კლასის ხელმძღვანელი იყო ცხონებული ნაზი ნოსელიძე,ბიცოლაჩემი.ურთიერთობა გაგრძელდა წერილების  მიწერ-მოწერით და დასრულდება მათი სტუმრობით,მაშინ იყო პიონერული  და კომკავშირული ორგანიზაციები,რაზმი და მისი საბჭოს თავჯდომარე ჩვენი მხრიდან ვიყავი მე ბადრი ჭითაშვილი ხოლო სტუმრობის მხრიდან ლელა კიპაროიძე რომლებმაც ერთმანეთი 50 წლის თავზე ვიპოვეთ.მეორე სურათი კი გადაღებულია სოფლის კანტორის წინ სადაც სოფლის კლუბი იყო განთავსებული,მათ ჩამოყვათ ქორეოგრაფიული ჯგუფი და გაიმართა კონცერტი,საზეიმო ვითარებაში გავცვალეთ საჩუქრები.დგანან :აპოლონ ჭაავა ბიოლოგიის მასწავლებელი, სასოფლო საბჭოს თავჯდომარე ჯონგულ ჯორჯიკია, მასწავლებლები ჟენია კვარაცხელია, ვალენტინა შონია, მარგო გეგეჭკორი დედაჩემი, ტატიანა შენგელია, შურა გელანტია, სტუმრების მხრიდან მასწავლებელი სამწუხაროდ ვინაობა არ ვიცი ალბათ ჩვენი თბილისელი მეგობრები დაწერენ, სტუმრების კლასის ხელმძღვანელი ქალბატონი ციალა ჯიქია, ნიკოლოზ შონია, იური ჭითაშვილი, სკოლის დირექტორი ლიონ სიჭინავა და კოლმეურნეობის თავჯდომარე ნუგზარ თუთბერიძემ სამწუხაროდ ამათგან დღეს მხოლოდ ბატონი ნუგზარ თუთბერიძე არის ცოცხალი, ღმერთო მიეცი ბატონ ნუგზარის ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, მესამე სურათი სკოლის ეზოში არის გადაღებული საპატიო პატაკის ჩაბარება .საღამოს გაიმართა ბანკეტი ჩემთან სახლში მახსოვს სუფრის თამადა ბატონი ნუგზარ თუთბერიძე იყო ხოლო მოსწავლეების ჩვენი კლასელი ცხონებული დათო გვალია.