ხეთის სკოლა 1965 წელი

 

სურათიდან ამოკრეფილი ტექსტი ასე იკითხება:

ხობი. (საკ. კორ.). კიდევ ხუთი დღე — და სწავლა დაიწყება, მალე ოქროსფერი ზარები ცოდნის ტაძარში მოუხმობენ მოსწავლეებს. მკვირცხლი გოგო-ბიჭები საკლასო ოთახებისაკენ გაეშურებიან. ბევრ მათგანს პირველად გააცილებს სკოლისაკენ მშობლის თბილი ალერსი.

​ასეა კოლხიდის ერთ-ერთ მშვენიერ სოფელ ხეთაშიც. აქ წელს ექსპლუატაციაში შედის სერგო ორჯონიკიძის სახელობის საშუალო სკოლის ორსართულიანი ტიპური შენობა, სადაც 560 მოსწავლე ისწავლის, მას 20 საკლასო ოთახი და კეთილმოწყობილი კაბინეტ-ლაბორატორიები აქვს.