ისლით გადახურული სახლი არასოდეს მინახავს. ეს ფოტო 1948 წელს არის გადაღებული, ხობის რაიონში, სოფელ საჯიჯაოში.
მარჯვნივ გამოსახულია ბაბუაჩემი — კაჟინა ნიკოლავა. როგორც ფოტოზე ჩანს, ოჯახს კამეჩიც ჰყოლია. ბაბუას ვერ მოვესწარი; მის შესახებ მხოლოდ მოგონებები და ძველი ფოტოები შემორჩა.
ეს ფოტო შარშან ერთმა კარგმა ადამიანმა საოჯახო ალბომში აღმოაჩინა და გადმომცა — თითქოს წარსულმა თავად გამიღო კარი.
