გზა ოლიმპიურ მწვერვალებამდე: ხობის სპორტის ცენტრის ექსპოზიცია

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ფოიეში სპეციალური საგამოფენო ვიტრინებია განთავსებული , სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი სპორტსმენების მიერ სხვადასხვა დროს მოპოვებული საპრიზო ჯილდოები.

​საგამოფენო სივრცეში დაცულია ხობელი ჩემპიონების წარმატების დამადასტურებელი ატრიბუტიკა:

​ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ექსპოზიციის ცენტრალურ ნაწილს იკავებს ოლიმპიური პრიზიორის, მანუჩარ ცხადაიასა და მსოფლიო ჩემპიონის, ნუგზარ წურწუმიას მიერ მოპოვებული მედლები, თასები. 

​მკლავჭიდი: ვიტრინებში წარმოდგენილია ხობელი მკლავჭიდელების ჯილდოები, რომლებიც მოპოვებულია როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საერთაშორისო ტურნირებზე.

​მნიშვნელობა

​სპორტული კუთხე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს ხობელი სპორტსმენების მიღწევების პოპულარიზაციას. საგამოფენო სივრცე ხელმისაწვდომია სპორტის ცენტრის ყველა ვიზიტორისთვის და ემსახურება მომავალი თაობების მოტივირებას.

ავტორი : ირაკლი შონია - ხობარი