ხობელი სამბისტი სალომე ალანია ევროპის ჩემპიონატის საგზურს დაეუფლა

28 იანვარს ქალაქ კასპში დასრულდა ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი სამბოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს და წარმატებებს მიაღწიეს ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის სამბისტებმა.

47 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა, ჩემპიონი გახდა და ევროპის პირველობის საგზური მოიპოვა სალომე ალანიამ. 

+80კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა თეონა სარალიძე. 

მწვრთნელები: რომან მორგოშია, მიხეილ მორგოშია.