ხობის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთი დიდი სპორტული აღიარების მოწმეა! საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წლის სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.
26 იანვარს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „Panorama Lisi Grand Hotel“-ში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაც სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი მოჭიდავეები და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხობელმა სპორტულმა მოღვაწეებმა უმაღლესი ნომინაციები დაიმსახურეს:
🏆 აღიარება და ჯილდოები:
სურაჯი გვასალია — ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ბერძნულ რომაული ჭიდაობის მწვრთნელი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ აღიარებულ იქნა 2025 წლის საუკეთესო პირად მწვრთნელად. ეს ჯილდო მისი დაუღალავი შრომისა და იმ პროფესიონალიზმის დასტურია, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ახმარს ჩვენს მუნიციპალიტეტში ჭიდაობის განვითარებას.
ვახტანგ ლოლუა — დაჯილდოვდა საუკეთესო სპორტსმენის ტიტულით. მისმა გამორჩეულმა ასპარეზობამ და შედეგებმა კიდევ ერთხელ ასახელა ხობი და ქართული ჭიდაობის ოჯახი.
„ხობი ინფო“ ულოცავს სურაჯი გვასალიასა და ვახტანგ ლოლუას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას! თქვენი წარმატება თითოეული ხობელისთვის საამაყოა და სტიმულია მომავალი თაობებისთვის.
🤼♂️ გაიცანით ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი — სურაჯ გვასალია
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრი ამაყობს თავისი მწვრთნელებით, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული სურაჯ გვასალიაა. მისი სპორტული და პედაგოგიური გზა ნამდვილი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.
🏆 სპორტული მიღწევები და გამოცდილება
სურაჯ გვასალია დაიბადა 1984 წელს ქალაქ ხობში. მისი კავშირი სპორტთან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან დაიწყო, როდესაც მან „ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელი“ დაამთავრა.
ნაკრების წევრობა: 2000-2004 წლებში ის იცავდა საქართველოს ღირსებას 17 და 20 წლამდელთა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებში.
ტიტულები: არის საქართველოს ჩემპიონი, მრავალგზის პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.
👨🏫 სამწვრთნელო მოღვაწეობა
სურაჯს მწვრთნელად მუშაობის 18-წლიანი უწყვეტი სტაჟი აქვს. 2007 წლიდან მან არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა. 2023 წლიდან ის საქმიანობას ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრში“ აგრძელებს.
🎖️ 2025 წლის აღიარება
მისი დაუღალავი შრომა და შედეგები დაუფასებელი არ დარჩენილა — ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ სურაჯ გვასალია 2025 წლის საუკეთესო პირად მწვრთნელად დაასახელა!
ჩვენთვის პატივია, რომ სურაჯი ჩვენი გუნდის ნაწილია და თავის ცოდნასა და გამოცდილებას ხობელ ახალგაზრდებს უზიარებს.



.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)