ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

პატარა ფოთში აშენდა ორი მოსაცდელი, ზემო ბიაში რეაბილიტირდა სანიაღვრე არხი. ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში ღელე ბაკვაღალუს ნაპირგამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ახალ ხიბულაში მცენარეებისა და ნატანი მასისგან იწმინდება მთავარი წყალშემკრები არხები.

პატარა ფოთსა და ზემო ბიაში ინფრასტრუქტურული პროექტები მოქალაქეთა ინიციატივითა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა; ხოლო წინაგოლასა და ახალ ხიბულაში სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.