ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი

 

    ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის  ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდი „შავი ზღვის ტერმინალი“ გახდა, ხოლო მეორე ადგილი საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდმა დაიკავა.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  ესწრებოდა.
სპორტული პირველობა ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.