ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში სპორტის ოსტატისა და დამსახურებული მწვრთნელის, რომან გულიაშვილის სახელობის რეგიონული ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში 125-ზე მეტი ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი მოჭიდავეები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ შეჯიბრებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
რეგიონული პირველობა „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.