პირველი მაისში გოგი ბუკიას ქუჩაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგი ბუკიას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში - იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, საგზაო ნიშნები, ხელოვნური ბარიერი, რეაბილიტირდება ეზოებში შესასვლელები.

ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 392 000 ლარს შეადგენს.