საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, საკრებულოს წევრები, მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით საწყისი საპროგნოზო მაჩვენებელი 24 575 000 ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3-პროცენტით მეტია.
ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები საზოგადოებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო.
ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს: ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, განათლება და სოციალური სფერო წარმოადგენს.