1875 წელს წელს დაარსდა ხობის N 1 საჯარო სკოლა! 150 წელი შეუსრულდა!
ჩვენს ხელთ არსებული საბუთების მიხედვით მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე ხობის სკოლა საგანმანათლებლოსთან ერთად, კულტურულ და სამეურნეო სასწავლებლის ფუნქციასაც ითავსებდა, ეს სკოლა ხობისათვის იყო უნივერსიტეტიც, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიც, ტექნიკუმიცა და პროფტექნიკუმიც, თეატრიცა და მუსიკალური სასწავლებელიც...
ვფიქრობთ, სკოლამ და კურსდამთავრებულებმა ხობის საზოგადოებასთან ერთად სათანადოდ უნდა აღნიშნონ ხობის სკოლის 150 წლის იუბილე. სათანადო პატივი უნდა მიეგოს სკოლის მოძღვარ-პედაგოგთა ხსოვნას, რომელთა შრომისა და გარჯის შედეგად ხობის სკოლა ნამდვილ ცოდნის ტაძრად იქცა, მათი ცხოვრება და მოღვაწეობა ნათელი მაგალითია მომავალი თაობებისათვის, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები...
უნდა აღინიშნოს, რომ ამ სკოლაში გმირებიცა და მოწამეებიც აღზრდილან...
