2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ხობელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ხობელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
აგვისტოს ომს ხობიდან 9 ადამიანის - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მღვდელმა იაკობ სურმავამ სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა. მსახურებას აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.