18 ივნისს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „კოლხეთის“ სოლო - კონცერტი გაიმართა (ხელმძღვანელი გოდერძი გახარია) დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე შესრულდა ქართული ნაციონალური და უცხო ქვეყნის საცეკვაო ნომრები. კონცერტის დასაწყისში პატივი მიაგეს ხალხური
სიმღერის ანსამბლ „კოლხეთის“ წევრის რეზო თოდუას ხსოვნას.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან
არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.