ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 


ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და ,,საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ თავმჯდომარემ გიორგი გულიაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, ასოციაცია უზრუნველყოფს, ქალაქის ცენტრში სპეციფიკური ნარჩენების (ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა/ბატარეები და აკუმულატორები) განსათავსებელი, ბრენდირებული შემკრები კონტეინერების განთავსებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია „სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვა ფოთსა და ხობში“ პროექტის განხორციელება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს სოციალური კამპანიის წარმოების ფარგლებში, მოსახლეობაში, მათ შორის ახალგაზრდებში ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.