ხამისკურის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები

 


ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
ხამისკურში პროექტის შესაბამისად იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,7 მილიონ ლარს შეადგენს.
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 423 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3,6 მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ხეთის სკოლა მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.