6 ივნისს, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა ,,საჯიჯაოს 2025" - ის გარდამავალი თასის გათამაშება მინი ფეხბურთში. შეჯიბრებაში 9 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გამოვლიდნენ პრიზიორები და ჩემპიონი, ასევე საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში.
საუკეთესო მეკარე გახდა - ნიკა ქავთარაძე. (ძველი ხიბულა).
⚽️ ტურნირის ბომბარდირი გახდა - ბაკურ ქაჯაია. (საჯიჯაოს ზენი).
🥉🏆ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა - საჯიჯაოს ზენმა
🥈🏆 მეორე ადგილი დაიკავა - ძველი ხიბულის გუნდმა.
🥇🏆 პირველი ადგილი დაიკავა და "საჯიჯაოს თასი 2025" - ის გამარჯვებული გახდა საჯიჯაოს ფეხბურთელთა გუნდი.
სპორტულ ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
