შავიზღვისპირეთის მშვენება ყულევი - ბავშვთა კურორტი. 1971 წ.

 


ზღვისპირეთის ახალი მშვენება

ხობი. (საკ. კორ.). ყულევი ძველთაგანვე უამრავ დამსვენებელს იზიდავდა. იგი  ყურადღებას იქცევს ჰავის შესანიშნავი პირობებით, ძვირფასი პლაჟით. ეს უბანი ხასიათდება აგრეთვე ზომიერი ქარით და ზამთრის თბილი დღეებით. ამიტომ უთუოდ კარგი საქმე გააკეთეს ხობის რაიონულმა ხელმძღვანელებმა, რათა ყულევი ზღვისპი რეთის მშვენებად კურორტად ექციათ. ბავშვთა კურორტად ექციათ.

პირველ რიგში მოეწყო კარგი. სავალი გზები. გაყვანილ იქნა ელექტროგანათება, რადიო,, ტელეფონი. დაიდგა ლამაზი დასასვენებელი კოტეჯები, ძველები კი შეკეთდა. საკურორტო ზონას ღობე შემოავლეს და გაამწვანეს. გაიხსნა მაღაზიები, სასადილოები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ორი წელია აქ რესპუბლიკური პიონერთა ბანაკია: გახსნილი. სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან ჩამოსული ასობით პიონერი იკაჟებს ჯანმრთელობას. გარდა ამისა, აქ კოლმეურნეებიც და მუშა მოსამსახურეებიც ისვენებენ.

თბილისის უმაღლესი სასწავლებლების - სტუდენტებისათვის და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ეწყობა სანატორიული ტიპის დასასვენებლები.

ინფორმაცია მოიძია: ლევან ღვინჯილიამ