დღეს, 16 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის პირველ ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის რიგით მეთექვსმეტე გათამაშება მინი ფეხბურთში დაიწყო. თამაში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს. თამაშის გახსნის ცერემონიალს გოგა ბერაიას ოჯახის წევრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრა გოგას დაბადების დღეს 19 აპრილს, პირველ ხორგაში, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართება.