საგაზაფხულო კონცერტი ,,ნორჩი პიანისტი“

 

11 აპრილს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საგაზაფხულო კონცერტი ,,ნორჩი პიანისტი“ გაიმართა.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ფორტეპიანოზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები და სიმღერები შეასრულეს.
დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.