„სიახლეებისადმი მუდმივი ზრუნვა აუცილებელია“

 

სიახლეებისადმი მუდმივი ზრუნვა აუცილებელია

მაია შუშანია

საჯიჯაოს საჯარო სკოლის დირექტორი.

ხობის მუნიციპალიტეტში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც თქვენზე არ სმენია. ამჟამად, როგორც ჩემი რესპონდენტი, გკითხავთ, ვინ არის მაია შუშანია?

_ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის სწავლობს და სიახლეების ძიებაშია.

მნიშვნელოვანი პერსონა ბრძანდებით განათლების სისტემაში. წლებია უცვლელად ხელმძღვანელობთ ერთ-ერთ საჯარო სკოლას. მიამბეთ თქვენს სკოლაზე (პედაგოგებზე, მოსწავლეებზე, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე). მითხარით ბავშვობაშიც ასეთი მონდომებული და მიზანდასახული იყავით?

_თორმეტი წელია ვემსახურები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლას, რომლის მასწავლებლებიც დიდი ხნის გამოცდილი კადრები არიან. თითოეული მათგანი და არამარტო ისინი, არამედ სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებიც ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, მათ დიდი კვალი დატოვეს სკოლის განვითარებაში

თავიდან ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო მათი ხელმძღვანელობა. დღესაც ჩემი პედაგოგებისგან ვსწავლობ და ვიღებ გამოცდილებას. რაც შეეხება მოსწავლეებს, სკოლაში გვაქვს გარემო, სადაც მათ შეუძლიათ თავისუფლად განვითარდნენ, იგრძნონ თავი ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებად. მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთობა ურთიერთ პატივისცემაზეა დამყარებული, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტური წარმართვისთვის.

  რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, საკმაოდ ცნობისმოყვარე და აქტიური ვიყავი, რამაც, ალბათ, განაპირობა, რომ მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები.

ქალბატონო მაია, პროფესიით ვინ ხართ?

დავამთავრე . ხობის პირველი საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

2011 წელს, როცა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, პროფესიით პედაგოგი არ ვიყავი და ჩემი, როგორც დირექტორის საქმიანობა უფრო ორიენტირებული იყო მენეჯმენტზე, თუმცა დირექტორის, როგორც სასწავლო პროცესის ლიდერის როლი მავალდებულებდა მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას. ამიტომ სამოქალაქო განათლებაში მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში 60 კრედიტიან პროგრამაზე, სადაც სპეციალობასთან ერთად გავიარე პედაგოგიკის და განვითარების ფსიქოლოგიის კურსი, რის შემდეგაც დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა.

ვიცი, საუცხოო ადამიანების შვილი, საუკეთესო მეუღლე და დედა ბრძანდებით, გაგვიზიარეთ თქვენეული ემოციები მათზე?

_დედა ლამარა ჩაჩიბაია, მამა ჯანგირ შუშანია. მყავს და, რომელიც დაოჯახებულია. ჩემი მშობლების გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა ალბათ დღე არ გავა მათზე არ ვიფიქროჩემი მშობლები ჩემი სიამაყეა  და თუ რამეს წარმოვადგენ ეს მათი დამსახურებაამყავს მეუღლე გოგი ქაჯაია  და ორი შვილი. ვცდილობ მაქსიმალური გავაკეთო მათთვის, რადგან ეს მაგალითი მშობლებისგან მივიღე.

სკოლაში, როგორც პედაგოგის, დირექტორის_როგორი იყო თქვენი პირველი ზარი?

არასდროს დამავიწყდება ეს დღე, კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმე მხვდა წილად. ამიტომ ბუნებრივია, ძალიან ვღელავდიმასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც თბილად მიმიღეს და მას შემდეგ ვცდილობ, მათ იმედები არ გავუცრუო.

თქვენი სკოლა წარსულიდან ღირსეული პედაგოგების საუფლო იყო. ამ სკოლაში ცნობილ უნიჭიერეს პედაგოგებს უმუშავნიათ, იქნებ მათი სახელებიც გაიხსენოთ!

 ალბათ სკოლა დღემდე მათი აურითაცაა გაჯერებული?

_რა თქმა უნდა: ინდიკო შამათავა, ციალა პერტაია, მიმი თირქია. ასევე გვყავს პენსიაზე გასული ღვაწლმოსილი პედაგოგებიც: ელშუქი ტყებუჩავა, ნელი ტყებუჩავა, ციალა არზიანი, ღუღუნი მიქავა, ტარიელ დუდუნიაყველას ვერ ჩამოვთვლი. ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობის აღზრდაში და გაზარდეს ბევრი წარმატებული და საამაყო ადამიანი.

ქალბატონო მაია, დღეს განათლების სისტემაში ყველაზე დიდ გამოწვევად რა მიგაჩნიათ. თქვენთვის ამ სისტემაში რა არის მისაღები და რა არა, ხომ არ ისურვებდით რაიმეს შეცვლას?

_ზოგადად მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და დიდი გამოწვევაა გაზარდო კონკურენტულუნარიანი ახალგაზრდა, ამიტომ სიახლეებისადმი მუდმივი მზადყოფნა აუცილებელია.

სკოლას რა თქმა უნდა სჭირდება მატერიალურ -ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კადრების მუდმივი გადამზადება და ვფიქრობ, კურიკულუმიც საჭიროებს განახლებას, რომ უფრო უზრუნველყოს მოსწავლის სიღრმისეული ცოდნა.

რას მიიჩნევთ ადამიანში ყველაზე გამორჩეულ თვისებად?

 -კონკრეტულ თვისებას ვერ გამოვყოფ; ობიექტურობის განცდა, ერთგულება, პატიოსნება და პასუხისმგებლობის გრძნობა არის ის თვისებები, რასაც ვაფასებ ადამიანში.

აზაფხულმა თუმცა მკაცრად, მაგრამ კარზე მოგვიკაკუნა, ქალისთვის ყველაზე ღირსეული დღეები-დედისა და ქალის დღესასწაულები მობრძანდა. თქვენთვის გაზაფხული როგორ და რასთან ასოცირდება?

-წელიწადის ყველა დრო თავისებურად მშვენიერია, თუმცა გაზაფხული ჩემთვის  დაბადებასთანგანახლებასთან ასოცირდება.

ყველას გილოცავთ  დამდეგი გაზაფხულის მშვენიერ დღესასწაულებს  და გისურვებთ მუდამ საგაზაფხულო განწყობას.

 ესაუბრა: ნანი კილასონია

გაზეთი „ხობის მოამბე“ მარტი 2025 წელი