ხობის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირებს, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენლებმა მიულოცეს და მათ კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს. ასევე სააღდგომო ნობათი გადაეცათ შინმოვლის მუნიციპალური პროგრამის ბენეფიციარებს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და „შავი ზღვის ტერმინალის“ შეძენილი სააღდგომო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა.