გარდაიცვალა რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, მეთოდისტი-მასწავლებელი, დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი, ქ. ხობის საპატიო მოქალაქე შალვა იოსების ძე კალანდია.
დაიბადა 1916 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ხობში, ღარიბი გლეხის ოჯახში. შვიდწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასოფლო სამეურნეო მუშფაკში, რომელიც დაამთავრა 1938 წელს და ჩაირიცხა ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო სამასწავლებლო ინსტიტუტის მშობლიური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1940 წელს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1942 წლის მარტში ტამანისა და ყირიმის ნახევარკუნძულების განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა და მოუშუშებელი იარით პირ-ველი ჯგუფის ინვალიდი დაბრუნდა.
მიუხედავად მძიმედ დაავადებისა, შალვა კალანდია სწავლას აგრძელებს დაუსწრებლად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იგი ეროვნული მეცნიერების კორიფეების-კორნელი კეკელიძის, გიორგი ახვლედიანის, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, ნიკო ბერძენიშვილის და სხვათა წარჩინებული მოსწავლე იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისისა და ხობის #1 და #2 საშუალო სკოლებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, დირექტორად და სასწავლო ნაწილის გამგედ. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა. მრავალმხრივ საზოგადოებრივ-სასარგებლო საქმიანობას. არაერთხელ იყო არჩეული სასოფლო და სადაბო საბჭოების დეპუტატად, რაიონული სასამართლოს სახალხო მსაჯულად. მრავალი წლის მანძილზე იყო უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების კომისიის წევრი მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში.
1969 წლიდან დამსახურებულ პენსიაზე გასვლამდე შალვა კალანდია მუშაობდა ხობის #1 საშუალო სკოლაში. დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელით და მინიჭებული ჰქონდა მეთოდისტ-მასწავლებლის საპატიო წოდება.
შალვა კალანდია ჭაბუკობიდანვე იყო ბიბლიოფილი. მის საოჯახო ბიბლიოთეკაში დაცულია 5500-მდე დასახელების გამოცემა, რომელთა შორის მრავალი უნიკალურია.
შალვა კალანდია იყო არა მარტო მოსწავლეების, არამედ მასწავლებელთა მასწავლებელი. იგი გამორჩეული და განუმეორებელი გახლდათ როგორც პიროვნება, აღმზრდელი, პატრიოტი, მამულიშვილი.
დაფასდა. მისი ღვაწლი, რაიონის საზოგადოებრიობამ მას გასულ წელს დაბადების 80 და პედაგოგიური მოღ-
ვაწეობის 60 წლისთავი გადაუხადა, აირჩია ქალაქ ხობის საპატიო მოქალაქედ. ბედნიერი იყო მოძღვარი, ბედნიერი იყვნენ მისი მოსწავლეები, თავად დაბრძენებულნი და გამობრძმედილნი.
რაიონის განათლების დარგის მუშაკებს დიდი ბოძი გამოეცალათ. ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. და დატოვა კვალი. განათებული დიდი გულისტკივილი და სითბო, რომელიც არასოდეს განელდება.
შალვა კალანდიას უკვდავი ხსოვნა სამარადჟამოდ დარჩება. იმათ გულებში, ვინც მას იცნობდა და ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა.
მიქავა, რ. ლატარია, მ. ბუკია, თ. სალაყაია, გ. ნადარაია, გ. ნადარეიშვილი, რ. ჟვანია, რ. ჩემია, ნ. გოგინავა, ნ. ლომაია, შ. სარებავა, ს. არჩაია, მ. აბრამია, ა. ბერაია, თ. ჩაგმავა, ი. ლიპარტია, მ. კემულა
რია, მ. გაგილუა.