ხობში, მკლავჭიდში დასავლეთ საქართველოს პირველობა გაიმართა (ფოტო+ვიდეო)

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში,   ჩატარდა დასავლეთ საქართველოს პირველობა  მკლავჭიდში. 

   შეჯიბრში 14 მუნიციპალიტეტიდან  100 სპორტსმენი მონაწილეობდა.

   დასავლეთ საქართველოს პირველობას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე,  მერის მოადგილე დავით ბერაია და  აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე, მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებთან ერთად ესწრებოდნენ.

   გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

   ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.




































,.....................------------------------------------------------------




ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში,   ჩატარდა დასავლეთ საქართველოს პირველობა  მკლავჭიდში. 

   შეჯიბრში 14 მუნიციპალიტეტიდან  100 სპორტსმენი მონაწილეობდა.

   დასავლეთ საქართველოს პირველობას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე,  მერის მოადგილე დავით ბერაია და  აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა შავაძე, მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებთან ერთად ესწრებოდნენ.

   გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

   ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.

16 აპრილს ქ.ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტის მხარდაჭერით ტარდება ტურნირი მკლავჭიდში

„დასავლეთ საქართველოს პირველობა”

ტურნირი ჩატარდება 18 წლამდე ახალგაზრდებში (2007 წელს და ზემოთ დაბადებულები)

შეჯიბრი ჩატარდება შემდეგ წონით კატეგორიებში


U-18 ბიჭები: 50კგ,55კგ,60კგ,65კგ,70კგ, 80კგ და +80 კგ მარჯვენა-მარცხენა მკლავში.

U-18 გოგონები : 65კგ. მხოლოდ მარჯვენა მკლავი.

დაშვება 3კგ

იქნება პრიზები: თასები, მედლები და სიგელები.

მონაწილეებმა ადგილზე აუცილებლად უნდა წარადგინონ პირადობის ან დაბადების მოწმობა.

აწონვები დაიწყება 11:00

შეჯიბრი დაიწყება 12:00

მისამართი: ქ.ხობი , ცოტნე დადიანის ქუჩის მე-6 ჩიხი N-1 სპორტის ცენტრის შენობაში.

ტურნირის მთავარი მსაჯი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი კობა თუთბერიძე .