შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან გაიწმინდება სამი არხი და მოეწყობა რკინა-ბეტონის მილები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 95888 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების შედეგად სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობა გაიზრდება და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.