ს. ზენში სასაფლაოს ტერიტორიაზე სადაც სამლოცველო დგას, 1930-იან წლამდე იდგა იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესია.
ფოტოზე წარმოდგენილი დოკუმენტი ამ ეკლესიაშია შედგენილი, 1860 წლის 5 ივნისს მღვდელ იოანე შელიას მიერ. იოანეს შემდეგ მღვდელი იყო გაბრიელ შელია რომლის ფოტო, გადაღებული 1891 წელს და მარიამ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამ ეკლესიაში იყო დაბრძანებული 1860-იან წლებში და ლოცუობდნენ ჩვენი წინაპრები მივაკვლიეთ და ფოტო გადაუღეთ.
ორივე ფოტო პირველად გამოქვეყნდება წიგნში "ახალაიები" რომლის გამოცემასაც ვაპირებთ, სავარაუდოდ მაისი თვის ბოლოსთვის.
-----------------------
1860 წლის 5 ივნისს დაიბადა ბავშვი , მარიამი;
მშობლები: თავადი მელიტონ კაციას ძე დადიანი და სჯულერი ცოლი მისი ეკატირინა გიორგის ასული;
<<გრაფაში ზემოთ არის ასევე საინტერესო მინაწერი: პომოშნიკ ზუგდიდის "უეზდის" ნაჩალნიკისა, ტიტულიანი სოვეტნიკ>>
მიმრქმელი- თავადი რაფიელ დავითის ძე ერისთავი და კნენინა მარიამ ვასილის ასული.
არასრულა საიდუმლო ნათლისღებისა მღვდელმან იოანე შელიამან "პრიჩეტნიკის" (მედავითნე) გიორგი ცისკაძისთან ერთად.
ნათლობის მოწმენი: თავადი დავით სოლომონის ძე და ნესტორ იოანეს ძე ჩიჩუებნი და აზნაური ნიკო გიტოიას ძე გვათუა.
პ.ს: 2009 წელს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის იგორ ტყებუჩავას ინიციატივით შეიქმა კომისია, რომელსაც უნდა ემუშავა და მოემზადებინა დოუკემტი, რომლის საფუძველზეც საჯიჯაოს დაუბრუნდებოდა მისი ისტორიული სახელი ზენი . ეს იქნებოდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა და შემდგომაც არავინ აღმოჩნდა წინადადების ეს პაკეტი მოემზადებინათ და აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.
https://www.facebook.com/share/16CvRwxe2e/


