ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობში

 

31 მარტს, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ეროვნული გმირს, მწერალს, მთარგმნელს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს - ზვიად გამსახურდიას, დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე, ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.



























თორსის საჯარო სკოლა

დღეს თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ სოფელ ხიბულას, სადაც ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზვიად გამსახურდიას მუზეუმი, გაეცნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ვიზიტის დასასრულს, ფოთისა და ხობის მეუფემ პარაკლისი გადაიხადა.
ეს დღე განსაკუთრებული იყო ყველასთვის, ვინაიდან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ზვიად გამსახურდიას წვლილს საქართველოს ისტორიაში.