ცოტა რამ საჯიჯაოს (ზენის) სკოლების ისტორიიდან

                                              საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლა
სოფელ  საჯიჯაოს  საჯარო  სკოლას  ასწლოვანი  ისტორია  გააჩნია. სოფელ ზენში(ამჟამად საჯიჯაო)
სასულიერო  სასწავლებელი  გახსნილა  1885 წელს.  1924  წლიდან  სოფელში  ყოფილა  შვიდწლიანი
სასწავლებელი;
1938  წლიდან  საჯიჯაოში  არსებობს  საშუალო სკოლა,  რომელიც  დღემდე  ფუნქციონირებს.
სოფელ  საჯიჯაოში  სწავლა-განათლების  დარგში  დიდი  წვლილი  შეუტანიათ: გიორგი ახალაიას,
ნოე  ჯანელიძეს, იროდი  ოკუჯავას, ინდიკო  შამათავას, ციალა პერტაიას, იროდი და ჟორჟი ტყებუ-
ჩავებს, მარგო ჩიქოვანს, ალიოშა ზარანდიას, კლარა ბესელიას, ნუცა გვასალიას, ნოე ჭანტურიას,
ელშუქ  ტყებუჩავას.
ამჟამად  საჯიჯაოს    N 1 საჯარო  სკოლას  ხელმძღვანელობს  ქალბატონი    მაია  შუშანია.



                                            ჯაპიშაქარი

ჯაპიშაქარში  დაწყებითი  სკოლა  (1-4 კლასი) დაარსდა  1917 წელს  მამანტი  ნადარაიას  ხელმძღვანელობით. სკოლაში  ყველა  საგანს  ბატონი  მამანტი  ასწავლიდა, რომელიც  უაღრესად განათლებული  ყოფილა. სკოლა  1941 წელს  არასრულ  სკოლად  გადაკეთებულა.1970 წელს  კი საშუალოდ.
1997 წელს  ხობის  განათლების  წარდგინებით  შემცირებაში  მოყვა  და  ისევ  არასრულ  საშუალო  სკოლად გადაკეთდა.ამ  სკოლაში  წლების  განმავლობაში  მოღვაწეობდნენ: აპალონ  ახალაია, ვალერიან  შამათავა, შალერი  ლაშხია, დავით  ახალაია, თამარ  კვარაცხელია, ლოლა  ჯახია, მაშო  რამიშვილი, გიორგი  ნადარაია.


                                             ქვედაზენი

ქვედაზენის  უბანში  1960 წელს  გაიხსნა  დაწყებითი  სკოლა. დაწყებითი  სკოლის  გამგედ-მასწავლებლად  დაინიშნა  გიორგი  ტყებუჩავა. რიგით  მასწავლებლად - ლენა  გვასალია, ლენა  ჯიშკარიანი, ხუნტული  ჭანტურია.
1965-66 სასწავლო  წელს  ქვედაზენის  დაწყებითი  სკოლა  რვაწლიანად  გადაკეთდა.
1976-77 წელს  სკოლის  დირექტორად  ციალა  პერტაია  დაინიშნა.
1991 წლიდან  კი  სკოლის  დირექტორი  ტარიელ  დუდუნიაა.




                                       გაღმა საჯიჯაო

გაღმა საჯიჯაოში  სკოლა  არსებობს  1918 წლიდან. 1970-1999  წლებში  სკოლა  იყო  საშუალო, დღეს  კი  საბაზო  სკოლაა. სკოლაში  ასწავლის  15 მასწავლებელი. სწავლობს  43 მოსწავლე.
სკოლას  გააჩნია  მდიდარი  ტრადიციები. ჩვენი  სკოლის  აღზრდილი  იყო  ცნობილი  მეცნიერი, ფიზიკის  მეცნიერებათა  დოქტორი  ილია  ქვარცხავა.  სკოლის  მრავალი  კურსდამთავრებულია  პედაგოგი, ინჟინერი, აგრონომი, ექიმი  და  იურისტი.
სკოლას  აქვს  რესპუბლიკაში  ცნობილი  გეოგრაფიული  ველი. გეოგრაფიის  მასწავლებელს  იპოლიტე   ნანეიშვილს  ამ  ველის  შექმნისა  და  სხვა  მიღწევებისათვის  წლის  საუკეთესო  მასწავლებლის  წოდება  აქვს  მინიჭებული.
მოსწავლეებმა, რომლებმსაც  ჩვენთან  ჰქონდათ  მიღებული  საბაზო  განათლება, წარმატებით  გაართვეს  თავი  ეროვნულ  გამოცდებს.

 

1902 წლიდან
  არსებობს  2  წლიანი, 1918  წლიდან   4 წლიანი, 1932 წლიდან  შვიდწლედი, 1946  წლიდან  რვაწლედი  და  1970  წლიდან  კი  საშუალო  სკოლა.    
საქართველოს განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის N223/ ბრძანებით სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლას დიდი მეცნიერის, ილია ქვარცხავას სახელი მიენიჭა.