ხობის „კოლხეთი“ - კლუბი დიდი ტრადიციებით და პოტენციალით, დღეს თქვენი მხარდაჭერას საჭიროებს!
როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლუბი, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ადგილობრივი ფეხბურთი. თუმცა, მიმდინარე სეზონის წინ გუნდი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული 200,000 ლარის დაფინანსება არ არის საკმარისი კლუბის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
კოლხეთი ხობი სპონსორს ეძებს.
მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლებისა და მერიის მცდელობისა, სპონსორის მოძიება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ბიზნესს და ორგანიზაციას, დაუჭირონ მხარი ქართული ფეხბურთის განვითარებას და გახდნენ ხობის „კოლხეთის“ სპონსორები. ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი საფეხბურთო ტრადიციები!
ვიწვევთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, გახდნენ "კოლხეთის" პარტნიორები!
თქვენი ინვესტიცია იქნება არა მხოლოდ სპორტული გუნდის, არამედ მთელი რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილი. დაგვიკავშირდით დეტალური ინფორმაციისთვის