გაღმა ქარიატის ტოპონიმები

 

ტოპონიმური მასალა ჩაწერილია 1984 და 1991 წლებში

ინფორმატორები იყვნენ:

1984 წელს:

აბშილავა იპოლიტე მაცის ძე, 80 წ.

ხარბედია კოსტანტინე ლუკას ძე, 73 წ.

1991 წელს:

ბერაია ავთანდილ ლუდუკის ძე, 37 წ.

ბჟალავა კლარა მამანტის ძე, 40 წ.

ბჟალავა ბოჩია ილიას ძე, 63 წ.

გვასალია ვანო კარლოს ძე, 27 წ.

გვასალია კაპიტონ (ხუშუ) იოსების ძე, 72 წ.

ტაბაღუა დოროთე ბესარიონის ძე, 73 წ.

ხარბედია იპოლიტე Lლუკას ძე, 80 წ.


ბერული _ ხობისწყლის ჭალა საბჟალიოში. გადმოცე- მით, ესახლნენ ბერულავები.

გიგბერიაშ მინდორი//გიგბერიაშ მუხური _ მინდორი სალოლუოში.

გიგბერიაშ მუხური _ მინდორი. იგივე გიგბერიაშ მინდორი.

გოგუეფიშ ნაკარუ _ ტყე ონიშოლღალის ნაპირას. 

გოჯოშ ნოხორი _ მინდორი ციის მარჯვ. მხარეს. 

დიმიტოშ ნაკარუ _ მინდორი ჭიჭე ციის ნაპირას. 

დურუშ ნა¹ვან _ მინდორი ციის მარჯვ. მხარეს.

ენწერი _ ერქვა ისლნარს ჯვეშცის მარცხ. მხარეს.

ზანა//ზანაღალუ _ ღელე, ცის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 1,5 კმ. იწყება საწულაიოში, ი. ხარბედიას სახლთან.

ზანაღალუ _ ღელე. იგივე ზანა.

იონაშ ნაკარ _ მინდორი ცის მარჯვ. მხარეს. იოსებიშ ნაკვახილ _ მორევი ონიშოღალზე. კოკჭალე _ ხობისწყლის ჭალა სატაბაღუოში. კონსტანტინეშ ნაკვახილ _ მორევი ონოშოლღალზე.

კორტაშ კანალი _ არხი, ცის მარჯვ. შენაკადი. კორტა(ვა) გვარია.


ლემეციშ კანალი _ ერქვა არხს, რომელიც ერთოდა ცის მარჯვ. მხრიდან. გაუთხრიათ გერმანელებს. ლემეცი "გერმანელი" (რუს. немец).

ლეფონღალუ _ ღელე. შუა ხორგიდან მოედინება და ერთვის ჯვეშცის.

მამაშიაშ კვახილი _ ნოქორენის შესართავი დიდცის- თან. კვახილი თევზის მახეა ერთგვარი.

მაჟრაღალ _ ჯვეშცის მარჯვ. შენაკადი. "დასახლები- დან პირველი ღელეა ონიშოლღალ, ეს ღელე იმის იქითაა".

მუხური _ ჭალა-სახნავები ხობისწყლის ნაპირზე. მდინ- არე აქ უხვევს და ქმნის მუხურს, ანუ კუთხეს.

ნაბრინჯ "ნაბრინჯალი" _ ბუჩქნარი საგვასალიოში.

ნაზონა//ხეშ ნაზვენა _ მიწაზვინული საგვასალიოსა და ჯვეშ ციას შუა. "გზა გაჰყავდათ და მიწაზვინული გახდა საჭირო". ხეშ ნაზვენა "ხელით ნაზვინი".

ნანეფიშ ჭალე _ ხობისწყლის ჭალა ყულევის საზ- ღვართან. ნანავა გვარია.

ნაქობალ _ 1. სახნავი ყულევის საზღვართან. ნაწიარუს დას-ით. უწინ ხორბალი ("ქობალი") ითესებოდა; 2. მინდორი საგვასალიოში. ხორბალი დათესეს 1953 წელს ვერ იხეირა.

ნაჩამურუ _ ღელე, ზანაღალის მარჯვ. შენაკადი.

ჩამური, ანუ საცეხველი, ზოგან წყალზეც იყო გამართული. ნაჩხომარუ _ სახნავი. იგივე ნაცხომარუ. ნაცხომარუ//ნაჩხომარუ _ ერქვა სახნავს ხობისწყლის

ჭალაში. წყალმა წაიღო. ცხომარია გვარია.

ნაწიარუ _ ერქვა სახნავს ხობისწყლის ჭალაში. "აქ გადიოდა ხობისწყლის ვიწრო ტოტი. ამიტომ თუ შეერქვა".

ნოქორენი _ ღელე. იწყება საწულაიოში, დურუშ ნა¹ვა- ნუსთან. სიგრძე 1,5 კმ. ერთვის ცის.

ნოყორღალ _ ღელე, ჯვეშ ცის მარჯვ. შენაკადი ყულე- ვის საზღვართან.

ობერეღალ _ ღელე, ონიშოლღალის შენაკადი.

ობინახე _ ტყე საგვასალიოში, ონიშოლღალის მარჯვ. მხარეს. ბინეხი "ვაზი" ობინახე "ვენახი".

ოკუროკიეღალ _ ღელე. იგივე ოკურ(უ)კიეღალ.

ოკურ(უ)კიე//ოკუროკიეღალ _ ღელე, ჭიჭე ცის მარჯვ. შენაკადი. იწყება სატაბაღუოში. "კუ ბევრია ამ ღელეში და ამიტომ დარქმევია".

ონიშო(ლ)ღალ "სანავე ღელე" _ ღელე, ზანაღალუს შენა-კადი. აქედან ნავით გაჰქონდათ ისლი და სიმინდი ჭალადიდში.

ონოშქერე "სანახშირე" _ ერქვა ტყეს საგვასალიოში, წკირონღალსა და ძაგანიეფიშ წისქვილს შუა. ტყეში ნახ- შირს წვავდნენ და სამჭედლოებში ყიდდნენ.

ოცხიმურე "რცხილნარი" _ ტყე საწულაიოში.

ოხვამეკარი _ სასაფლაო საჯოჯუოში.

ოჯუმენე _ ტყე ჯვეშცის მარცხ. ნაპირზე, ხარობს ჯუმენია.

პალოტღალ _ ღელე, ზანაღალუს მარჯვ. შენაკადი საწულაიოში.

პაჭკორიაშ ტყა _ტყე ახალცისა და ონიშოლღალს შუა.

რგვალი _ ტყე და ციის მონაკვეთი. მდინარეს აქ აქვს მოსაბრუნი.

რუსიშ ნა¹ვან "რუსის ნაყანევი" _ მინდორი საწულა- იოში.

საბაჩილო _ ერქვა უბანს ხობისწყლის მარჯვ. მხარეს.

ცხოვრობდნენ ბაჩილავები.

საბაჩილო მუხური _ ხობისწყლის ჭალა საბაჩილოს პირდაპირ.

საბერაიო _ უბანი გაღმა შუა ხორგის საზღვართან.

საბჟალაო _ უბანი სოფ. ყულევის საზღვართან. ბჟა- ლავა გვარია.

საგვასალიო _ უბანი საბერაიოს-სატაბაღუოს შორის.

სალეფონა _ მიკროუბანი, საგვასალიოს ნაწილი. ეკუთ- ვნოდა ლეფონავებს.

სალოლუო _ უბანი საბჟალიოსა და საწულაიოს შუა.

სალოლუომუხური _ სახნავი ხობისწყლის მარჯვ. მხარეს.

სატაბაღუო _ უბანი სოფლის ცენტრში. ტაბაღუების წინაპრები მოსულან ხორშიდან. ერთ-ერთი მათგანი ყოფი- ლა პეპუ ტაბაღუა. მისი შვილიშვილი დოროთე (73 წ.) ერთ- ერთი ინფორმატორი იყო.

სატაბაღუოშ მუხური _ სახნავი ხობისწყლის ჭალაში. საწულაიო _ უბანი ხობისწყლის მარცხ. ნაპირზე. საწულაიოშ მუხური _ სახნავი ხობისწყლის ჭალაში. სვაიმარი _ ტყე ახალცის მარცხ. ნაპირზე. სქირცხიმურონი _ ტყე. იგივე სქ¸რცხიმურონა. სქ¸რცხიმურონა//სქირცხიმურონა "მშრალი რცხილნა-

რი" _ ტყე ნო¹ორღალსა და საბერაიოს შუა. ცოტათი ამაღ- ლებულია და, მშრალიც შემოგარენთან შედარებით.

ყორათწყარი _ არხი. იგივე ახალცი.

ჩაიგაშ ნო¹უნი _ სახნავი სალოლუოში, ოხვამეკართან.

ჩაიგა ჩალიგა(ვა).

ცია _ ღელე. იგივე ცი(ი).

ცი(ი)//ცია _ ღელე, გაედინებოდა ყორათის ტყიდან. 1935 წელს ჩაუშვეს არხში. გადმოცემით, ეს არის მდ. ცივი, რომელიც ახუთიდან მოედინება. რიონმა მარჯვ. მხარეს გადაინაცვლა და ცივი გაწყვიტა.

ძაგანიეფიშ ნაწისქვილ _ ნაწისქვილარი ჯვეშციზე.

წკირონღალ//ოწკირეღალ _ ღელე, ონიშოლღალის ზემო წელი. ინფ.: "წკირი მცენარეა, იგივე ძღილი. ესაა სატაბიკე ხე. ისხამს წითელ-წითელ მარცვლებს, აქვს ქაც- ვები" ("წკირი რე ძღილი, სატაბუკე ჯა; წკირი რე კაკლარი. ქუცი შხვა რე, დაბალი ირდუუ").

ჭიფე ცი _ ცის მონაკვეთი. იგივე ჭიჭე ცი.

ჭიჭე ცი//ჯვეშცი//ჭიფე ცი _ მდ. ციის ძველი კალაპო- ტი (არხში ჩაშვებამდე) საწულაიოში. მოედინებოდა საბაჟო- დან და ყულევში უერთდებოდა ხობისწყალს.

ჭიჭე ცი_ ცის მონაკვეთი. იგივე ჭიფე ცი.

ხეშ ნაზვენა _ მიწაზვინული. იგივე ნაზონა.

ჯვეშცი(ი) _ ციის ძველი კალაპოტი. იგივე ჭიჭე ცი(ი).

წყარო: პაატა ცხადაია - სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. III