✅ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაგეგმილი დასახლების კრებები და მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა
👥კრებებსა და კონსულტაციებზე მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით 52 პრიორიტეტული პროექტი შეარჩია.
⏺️ხობის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ჩატარდა დასახლების კრების სხდომა, ხოლო 21 სოფელში გაიმართა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაცია.
➡️საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოუყო.