აკაკი ქაჯაია განთქმული აბრაგი იყო

 


საჯიჯაო - 1916 წ.
აკაკი ქაჯაია განთქმული აბრაგი იყო
სოფელ საჩიჯაოში (ზუგ. მაზრა) 12 ნოემბერს შეიარაღებული ავაზაკები თავს დაესხენ მაქსიმე ლიპარტიანს და წინადადება მისცეს მიეცა მათთვის 100 მანეთი, როდესაც ფული ვერ მიიღეს, სცემეს მას ძალზე, შემდეგ შეუცვივდენ სახლში იქვე მეზობელს ტაგუ ლიპარტიას, წაართვეს 25 მანეთი და გაუდგენ გზას, ძიების შემდეგ პოლიციელებმა გაიგეს, რომ დამცემლები არიან რაჟდენ აბშილავა, სანდრო ახალაია და აკაკი ქაჯაია, რომელთაგან უკანასკნელი კიდეც დააპატიმრეს და გადასცეს სასამართლოს.