
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ აფხაზეთიდან დროებით დევნილ, ღვაწლმოსილ პედაგოგს არველოდ შონიას,
დაბადებიდან 83 წლისთავის აღსანიშნავად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.