„ცნობის ფურცელი" ხიბულაში, მაია დადიანის სახლში აღმოჩენილი ხელნაწერების შესახებ

 

ჩვენ გვატყობინებენ, რომ სოფელ ხიბულაში თავ. დადიანის ოჯახში, აღმოჩნდა ერთი საინტერესო ხელთნაწერი, კოლუბანში გადაწერილი 1765 წელს. ხელთნაწერში მოთავსებულია საბა-სულხან ორბელიანის იგავ-არაკები; უმეტესი ნაწილი ხელთნაწერისა შეიცავს ჯერედ უცნობს ლექსებს ჩვენის ცნობილის მემატიანის პაპუნა ორბელიანისას (ერეკლეს ბიოგრაფი) ამ წიგნში მოთავსებული არის პაპუნასივე ჯერედ უცნობი პოემა ლექსად, რომელშიაც აღწერილია ვახტანგ მე-VI-ის თავგადასავალი და ისტორიული გარემოებანი 1724 — 1725 წლებისა.
1901 წ.