ვაჟა გიგიბერია - ხალიბთა ქარიატელი შთამომავალი

 

ხობის რაიონში არის ერთი პატარა სოფელი, რომელსაც ლამაზი სახელი ქარიატა ჰქვია. გამორჩეულად ჯანმაგარი და მოხდენილი ვაჟკაცების მშობელიაო ეს კოპწია სოფელი, ამტკიცებენ ხობელები. არ ვიცი, ვიცი, საერთოდ რამდენად სარწმუნოა მათი ამგვარი მტკიცება, მაგრამ ვინც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ვეტერან მშრომელს ვაჟა გიგიბერიას იცნობს, არ შეიძლება ხობელთა ეს შეხედულება არ გაიზიაროს. სამოცს მიღწეული მხარბეჭიანი ვაჟკაცი დღესაც ისევე ჯანსაღი, ბუნებით ნატიფი და სიცოცხლით სავსეა, როგორც ამ სამი წლის წინათ, შვენის დარბაისლური საუბარი და საოცრად მომხიბლავი ღიმილი. 

ქარიატა, იგონებს ვაჟა, მაფშალიებისა და ტკბილი ჰანგების მხარეა. იქ დავიბადე გლეხის ოჯახში. ყმაწვილობაში ვთოხნიდი, ვბარავდი, ნახირს დავდევდი, პურსაცხობშიც კი მიმუშავია. 1942 წელს მამა ფრონტზე გაიწვიეს, იბრძოდა ნოვოროსიისკში, მძიმედ დაიჭრა და 1948 წლის მაისში მახაჩყალაში გარდაიცვალა. იძულებული გავხდი სწავლისათვის თავი დამენებებინა. ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი.

24 წელი ემსახურა ვაჟა გიგიბერია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უფროსი ოსტატი მშობლიურ საამქროს. 1976 წელს იგი პენსიაზე გავიდა, მაგრამ უსაქმოდ აბა რა გააჩერებდა ცეცხლსა და რკინასთან ჭიდილში გამოწრთობილს. საამქროს ვერ მოშორდა. კოლექტივიც ვერ შეელია თავისი საქმის დიდოსტატს. ყველა ღუმლის კონტროლთან ერთად ახალგაზრდებთან მუშაობის დიდმნიშვნელოვან საქმეს ჩაუყენებს სათავეში...

გაზეთი "კომუნისტი" 1986 წ.

ტექსტი მოიძია ლევან ღვინჯილიამ

ფოტო მასალა დაამუშავა ირაკლი შონიამ