მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია

 

ქალაქ ხობში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქუჩა N208, N210, N212-ში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა N11, N13, N17, N19-ში და ზვიად გამსახურდიას ქუჩა N18, N20 და N22-ში მდებარე კორპუსების სახურავები.

სახურავების რეაბილიტაციის პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 670 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.