სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით 2024 წელს განხორციელებული პროექტები.
შვიდი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვა.
კომპლექსისთვის შეძენილ იქნა 341517 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი.
ქალაქ ხობში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში, ხობის ტექნიკურ ცენტრში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ტრიბუნით, ელექტრო ტაბლოთი, გასახდელებითა და განათებით.