კომენტარების ნაწილი ხობი-ინფოს ფეისბუქ გვერდზე:
ეს ისტორიაა, თან განათლებული კაცის მოყოლილი, ის რაც მას გაუკეთებია გმირობაა, მაგრამ ძალიან მოკრძალებულია, მოვლენის ტრაგიზმზე ისე მიმართავს მსმენელის ყურადღებას, თითქოს თვითონ ნეიტრალური მაყურებელი იყოს, არადა ისეთ კაცს ვუსმენ, რომელიც გმირია, თან ნაღდი და უპრეტენზიო... მადლობა ირაკლი!
Koka Koka
ხობის კოლორიტი ბრძანდებით ბ-ტ მურმან დიდხანს სიცოცხლეს და ჯამრთელობას გისურვებთ თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად
Edo Turava
არაჩვეულებრივი პიროვნება და თავისი საქმის სპეციალისტი წარმატებები და დიდხანს სიცოცხლე ბატონო მურმან
საგვიჩიოში იყო პირველი.იქ გაარღვია რიონმა დამბა . რაიკომიდან დარეკეს , მე და ბადრი გეგეჭკორი წავედით სიტუაციის გასარკვევად. მაშინ ავტოინსპექტორებად ვმუშაობდით.. წყალი უკვე სოფელში იყო გადმოსული. ტ-150 მარკის ტრაქტორით შევედით და პირველი 3 ოჯახიდან მოსახლეობა გამოვიყვანეთ. წყალი იმ დონემდე იყო რომ ჭიშკრის ზედა მცირე ნაწილი მოჩანდა მხოლოდ. ტრაქტორი შედიოდა ეზოში და პირდაპირ სახლის აივნიდან აგვყავდა ხალხი. ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები. გამოსვლისას ტრაქტორი ჩაქრა. ძრავამდე მიაღწია წყალმა.ამასობაში კ-700 მარკის ტრაქტორი მოვიდა მაშველად, მის ძარაზე გადავიყვანეთ ხალხი ასე გავედით სამშვიდობოზე.
იგორ ტყებუჩავა
წყალდიდობიდან მეორე დღეს დამირეკა მელიორაც. მინისტრმა ჯიმშერ ქაჯაიამ, საკავშირო მელიორაციის მინისტრის პირველი მოადგილე ჩამოფრინდა შემთხვევის ადგილის მოსანახულებლადო.
დათვალიერებისას, გარღვეული დამბის მიმდებარედ, რამოდენიმე ადგილას, მოსახლეობის მიერ საცალფეხო და საურმე გადასასვლელები აღმოჩნდა გაჭრილი.
სტუმარმა დუმილი დაარღვია: ,,მოსკოვში ამას არ ვიტყვი, მაგრამ თბილისში რომ დავბუნდები ცკ-ს პირველ მდივან ჯუმბერ პატიაშვილს ვეტყვიო".
შემდგომ მოსკოვიდან სწრაფად მოხდა დაფინანსება და კოლხიდმშენის მიერ დამბის აღდგენა.
სასიამოვნოა, რომ ბატონმა მურმანმა დეტალურად გაიხსენა ეს ტკივილი.
.....ისტორია რომელიც ,ჩემს ოჯახს განსაკუთრებულად ახსოვს,არც არასოდეს დაავიწყდება...
წლების წინ ,ვიმგზავრე ფოთამდე ავტობუსით.
გვერდით დამიჯდა ქალბატონი ხანში შესული,გამომესაუბრა.გვარი მკითხა.
არზიანის გაგონებაზე ,მეკითხება ,,თემური არზიანს იცნობო?,,და მოაყოლა ,,არზიანებს ყველას რომ გეყოფად ,იმოდენა მადლი გააკეთაო,სადაა ეხლა არვიცი ,მაგრამ მის მოდგმას ,წინ დახვდება ის დიდი სიკეთე რაც ჩემს ოჯახს და სოფელს გაუკეთაო,,...
არ შევაწყვეტინე,მე მონაყოლი მახსოვდა ,მაგრამ ....
აკვანში მწოლიარე ჩემი შვილი ,რომელსაც რიონი დასაღრჩობად იმეტებდა ,ამ ღვთისნიერმა კაცმა მანქანის კაბინაზე შემოსვაო...
ვინ იცის,ვისაც არუნახავს იქნებ ,ზღაპრად მოეჩვენოს მონაყოლიო...
თვითონ ბავშვი,მცირე წლოვანი 3 შვილის მამა ,რიონს ებრძოდა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად!
უფალს ყვარებია ,თორემ იქნებ მამაჩემის უმისოდ გავზდილვიყავი...
რატომ ,არსად გაიჟღერა თემური არზიანის სახელმა და გვარმა?
...ბებიაჩემს მოუტანეს ამბავი ,რომ თემური თავისი დიდი მანქანით რიონმა გაიტაცაო...ატყდა წივკივილი...
ცხონებული ,ბატონი ვაჟა სირაძე,ცხონებული ბიძაჩემი რომან გვასალია აიძულა წაეყვანათ და შვილი ეჩვენებინათ...
ბებიას ნათქვამი მახსოვს ,,ჩქიმ სკუა ჭიჭკიტიაშ მაჭიჭათ მოჩქუდუა მანქანაშ კაბინას ამარდუა,,
მახსოვს ,ცხონებულმა ბატონ ვაჟა სირაძემ მითხრა ,ისეთ დროს დატოვა მამაშენმა იქაურობა ,როცა ჟურნალისტები მოვიდნენო....
გაზეთის გვერდზე არ ჩანსო ,მაგრამ რაინში ჩვენ ის ,უპატივცემლოდ და უყურადღებოდ არ დაგვიტოვებიაო ,,საპატიო მძღოლის წოდება მივეცითო,,საუკეთესო მძღოლთა სიაში არის შესულიო.მაშინ ,ჩვენ ეს შეგვეძლოო.
და ბოლოს :
,,პაპუჩია მთავარია ,უფალმა იცის ჩემი სიკეთეები რაც ,მიკეთებია.
ღმერთმა მე უკვე ყველაფრის მადლობა მითხრა ,თქვენ მყავხართო,,!
ვისაც რამე დაგაინტერესებთ,დეტალებში მამაჩემს დაეკითხეთ.მე სხვების მონაყოლით შემოვიფარგლები.
...ჰო,ცხონებულ მამედოვის ძეგლს ,ჩვენ ისე არასოდეს ,არ ჩავუვლით ,მანქანა რომ არ შევაჩეროთ და ნათელში ყოფნა არ ვუსურვოთ.