სამტრედიის რაისაბჭოს ინიციატივით ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ახლახან ჩატარდა პირადი პირველობა სპორტულ თევზჭერაში. შეჯიბრება ერთკავიანი ანკესით (თვითეულ მონაწილეზე — ორი ანკესი) გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობდა თევზჭერის 14 მოყვარული.
სამსაათიანი „ბრძოლის“ შედეგად 15 თევზი (სულ 1,4 კგ) დაიჭირა და I ადგილი დაიკავა ჯ. ვაშაკიძემ. II ადგილზეა ლ. ახობაძე (11 თევზი, 0,9 კგ), ხოლო III — ა. ესებუა (9 0, 0,7/38).
ამ საინტერესო ღონისძიებამ თევზჭერის მოყვარულთა დიდი კმა-ყოფილება გამოიწვია.