მთელს მაზრაში არც ერთი თემი არ არის სივრცით ისეთი დიდი, როგორიც არის ხეთის თემი. ამ თემის მცხოვრებთა საერთო რიცხვი უდრის დაახლოვებით 1800 კომლს. თემში არის ერთი აფთიაქი და ერთიც ფერშალი საზოგადოების მიერ დაქირავებული. ფერშალს თუმცა არ აძლევს საზოგადოება იმდენს შრომის სასყიდელს, რამდენსაც ღებულობენ სხვა ფერშლები ხაზინიდან, მაგრამ ის მაინც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას.
განსაკუთრებით მუშა-მოსამსახურენი დიდი მადლობელ არიან ამხ. ქირიას თავდადებული მუშაობისა.
ამ უკანასკნელ დრომდის ადგილობრივ აფთიაქში რომ მიგეტანა დამზღ. კასის ექიმის რეცეპტი, მაინც არ მოგცემდენ წამალს დამზღვევი კასის ანგარიშზე. ამ ბოლო დროს. საბჭოთა ექიმის ამ პუნქტის ფერშლის რეცეპტით აფთიაქიდან წამალს უფასოდ აძლევენ მოსამსახურეებს. ამით მდგომარეობა. არ გაუმჯობესებულა. რაც გინდა ავად იყოს დაზღვეული მუშა-მოსამსახურე, აუცილებლათ უნდა წავიდეს დ. ხობში იქ უნდა გამოაწერიოს ექიმს წამალი და მხოლოდ შემდეგ შეუძლია ამოიტანოს ხეთის აფთიაქიდან.
საჭიროა მუშა-მოსამსახურეებს წამლის მიღების ნებართვა ადგილობრივ ეძლეოდეს.