ქალაქ ხობში მდებარე მინი სტადიონების რეკონსტრუქცია დასრულდა

ქალაქ ხობში ნოდარ შენგელიას სახელობის ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია და ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდა.

მინი სტადიონების რეაბილიტაცია მოქალაქეთა ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 154 125 ლარი შეადგინა.

 მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.