ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 423 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 677 941 ლარს შეადგენს.
საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ხეთის სკოლა მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.