საჯიჯაოში ღელე უჩაღალუ ნატანი მასისგან გაიწმინდა

 


ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ღელე უჩაღალუს კალაპოტის გაწმენდა დასრულდა.

👥განხორციელებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

✅პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 292777 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

✔️პროექტის შესაბამისად ღელეზე სამ ადგილას მოეწყო ხიდი და გაიწმინდა 1735 მეტრიანი მონაკვეთი.

🔵 პროექტის განხორციელების შედეგად ღელეს გამტარუნარიანობა გაუმჯობესდა, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა.